2018 წელს, უკვე მეორედ, დებატების ეროვნული ტურნირი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდებატის, ტრაგიკულად გარდაცვლილი, ნუცა მახვილაძის სახელზე გაიმართა.
ტურნირში მონაწილეობას იღებდა 100-მდე IX-XI კლასის მოსწავლე მთელი საქართველოდან.
ტურნირის ფარგლებში მეოთხედფინალისტი გუნდები გაემგზავრნენ ყაზგებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ბაზაზე.
ტურნირის დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა წიგნის სახლში “ლიგამუსი”.
ტურნირის მხარდამჭერები იყვნენ:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის მწვანე სკოლა
ტექნიკის მაღაზია – iSpace
გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი