2018 წელს თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი: “დებატების საქალაქო ტურნირი”, რომელიც მიზნად ისახავდა მომავალი თაობის არაფორმალური განათლების ხელშეწყობას, ადვოკატირების სწავლებას და მათ აქტიურ ჩართვას საკუთარი ქალაქის განვითარებაში. პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე ტურნირის გამარჯვებულებს და წარმატებულ სპიკერებს გადაეცათ ფულადი პრიზები, მოხდა პროექტის ყველა მონაწილის სერტიფიცირება.
