2017 წელს თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი: „სამართლის ზამთრის სკოლა სტუდენტებისათვის“.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები, ლექციები, გასვლითი ღონისძიებები, მასტერკლასები და საჯარო დებატები სტუდენტებისათვის. პროექტი დასრულდა სერტიფიცირებითა და პრიზებით.