საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი

  • ტელ: +995 599733306
  • Email: gedebate@gmail.com

2017 წლის ნუცა მახვილაძის სახელობის დებატების ეროვნული ტურნირი

2017 წელს დებატების ეროვნული ტურნირი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდებატის, ტრაგიკულად გარდაცვლილი, ნუცა მახვილაძის სახელზე გაიმართა.

მასში მონაწილეობას იღებდა 100-მდე IX-XI კლასის   მოსწავლე  მთელი საქართველოდან.

ტურნირის ფარგლებში მეოთხედფინალისტი გუნდები გაემგზავრნენ ყაზგებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ბაზაზე.

ტურნირის ფინალი გაიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და  სპორტის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში.

ტურნირის დაჯილდოვების ცერემონიალი  გაიმართა წიგნის სახლში “ლიგამუსი”.

ტურნირის მხარდამჭერები იყვნენ:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისის მწვანე სკოლა

კერძო სკოლა “ჯეჯილი”

მილენიუმის-ათასწლეულის სკოლა

ტექნიკის მაღაზია “ალტაოქეი”

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი