2017 წლის აპრილში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი: “დებატების ახალგაზრდული კლუბების ქსელი”, რომელშიც ჩართული იყო საქართველოს მასშტაბით 4 უნივერსიტეტი: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროექტი მიზნად ისახავდა სტუდენტების პიროვნული განვითარების ხელშეწყობას, მათთვის დებატების სწავლების გზით სხვადასხვა აქტუალურ საკითხებსა და პრობლემებზე საჯარო დისკუსიის არსებობის უზრუნველყოფას. შესაბამისად, მთელი პროექტის განმავლობაში მონაწილე უნივერსიტეტებში მიმდინარეობდა სისტემატიური მეცადინეობები და საგანგებო მომზადება დებატების ტექნიკასა და მიმდინარე სადებატო საკითხებზე.
პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა პრეზიდენტის სასახლეში, სადაც პრეზიდენტმა პროექტის საუკეთსო მონაწილეები დააჯილდოვა სხვადასხვა პრიზებით.