2012 -2013 წლებში დაბა ბაკურიანში, დებატების და საჯარო გამოსვლების ბანაკი მოეწყო. პროგრამას ახორციელებდა ამერიკული ორგანიზაცია PH-international ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAD დაფინანსებით. დებატებისა და საჯარო გამოსვლების ბანაკის ორგანიზება უზრუნველყო „საქართველოს ბავშვთა ფედერაციამ“. საქართველოს მასშტაბით მონაწილეობდა (75 მოსწავლე და 11 პედაგოგი) საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის (GIDE). ტრენერებმა ჩაატარეს ტრენინგები დებატების ტექნიკაში, გამართეს ტურნირი დებატები ბანაკში გაიმართა თემაზე – „ბავშვთა უფლებები“. ტურნირში გამარჯვებული და ფინალისტი გუნდები და 5 საუკეთესო სპიკერი დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებით და საჩუქრებით. ბანაკის ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი.