დებატები უკეთესი განათლებისთვის – შემაჯამებელი ღონისძიება
გაიმართა დებატების ტურნირის საუკეთესო სპიკერების და ფინალისტების, ასევე პროექტში ჩართული წარმატებული სკოლების დაჯილდოების ცერემონიალი. ღონისძიება, რომელიც ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა, ჩატარდა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ მხარდაჭერილი „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ (GIDE) პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში. სერიტიფიცირების ცერემონიალს დაესწრნენ და სტუმრებს სიტყვით მიმართეს:
- ეკატერინე დგებუაძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
- დავით სონღულაშვილი – დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე
- დალი მინდიაშვილი – გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი
- ზურაბ კერვალიშვილი – გუდავაძე-პატარაკაციშვილის ფონდის დირექტორი
- გაბრიელა მანისტა – პოლონეთის დებატების ფონდის გამგეობის წევრი
ვულოცავთ ჩვენი პროექტის ყველა მონაწილეს მიღწეულ წარმატებას.
250-მდე სტუდენტმა ილიას სახელმწიფო, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო და ბათუმის შოთა-რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან სრულად გაიარა დებატების სასწავლო კურსი.
დაჯილდოვდნენ ტოპ სპიკერები და გამარჯვებული გუნდის წევრები რეგიონული, ეროვნული და საერთაშორისო ტურნირებიდან, რომელშიც ჩაერთო 500-მდე მონაწილე საქართველოს 6 რეგიონიდან.
ძალიან დიდი მადლობა ჩვენი დებატების კლუბის ყველა ხელმძღვანელს, მოსწავლეს და ყველა სტუდენტს, ვინც ასეთი თავდადებით, შემართებითა და ინტერესით ჩაერთო ჩვენს პროექტში.