მასშტაბური საჯარო დებატი პროფესიული განათლების შესახებ
წარმატებულად ჩატარდა მასშტაბური საჯარო დებატი პროექტის “დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის” ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩვენი დებატების სკოლის მოსწავლეებმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პროფესიული სასწავლებლების დებატების კლუბის მონაწილე სტუდენტები, პედაგოგები, თბილისის დებატების სკოლების მოსწავლეები და სტუდენტები, ჩვენი დებატების სხვადასხვა კლუბის წევრები და პროექტის “ახალგაზრდობის ხმა” მონაწილეები.
