2017 წელს კოალიციის “განათლება ყველასათვის-საქართველო” მხარდაჭერით ჩატარდა ფოკუსჯგუფები მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლის მიზანიც იყო:
გამოკვეთილიყო მონაწილეთა მოსაზრებები ადგილობრივ დონეზე ზოგად განათლებაში არსებული გამოწვევების/პრობლემების შესახე; განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულიყო სკოლის მართვის პროცესებში მშობელთა თანამონაწილეობაზე; მშობელთა ჩართულობის კუთხით გამოიკვეთილიყო კარგი პრაქტიკის მაგალითები.
კვლევის დასრულების შემდეგ მოხდა მისი შედეგების გამოქვეყნება და ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა.