„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:
- საგანმანათლებლო დებატების სწავლება, პოპულარიზაცია და გავრცელება საქართველოში,სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში დებატების კლუბების შექმნის
წახალისებისა და მათი საქმიანობის კოორდინაციის გზით; - საქართველოს განათლების სისტემის განვითარებაში მონაწილეობა მიზნობრივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების, სასწავლო პროგრამების შექმნის, სააკრედიტაციო სისტემის ფორმირებისა და სახელმძღვანელოების შემუშავების გზით;
- სკოლის მოსწავლეების, და სტუდენტებისათვის დებატების სწავლებისა და მათთვის სპეციალური შეჯიბრებების, ტურნირების თუ საგანმანათლებლო ბანაკების მოწყობის საშუალებით სრულფასოვანი და თავისუფალი მოქალაქის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
- საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებაში მონაწილეობა. ასევე, დემოკრატიული და ჰუმანური ღირებულებების
პოპულარიზაცია და საზოგადოების წარმომადგენლებამდე მიტანა
ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ როგორც ახალგაზრდებში, ასევე ზრდასრულებში გამართული და დასაბუთებული მჯელობისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარებას, საგანმანათლებლო/ ფორმალური დებატების სწავლების გზით. საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის დამფუძნებლები და გამგეობის წევრები 1998 წლიდან ასწავლიან ფორმალურ დებატებს საქრთველოში, გააჩნიათ საერთაშორისო ტურნირებზე მსაჯობისა და ტრენინგების ჩატარების გამოცდილება, შექმნილი აქვთ დებატების სასწავლო სახელმძღვანელოები.